ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

ფუმაგრი 20გ- სადეზინფექციო საშუალება

₾24.00
მიმართულება : მესაქონლეობა
მეფრინველეობა
პროდუქტის ტიპი : სადეზინფექციო საშუალებები
პროდუქტის ფორმა : ფხვნილი
კოდი : 38050

გამოყენება
ბიოციდის გამოყენება (PT03 და PT04 Feed): ფუნგიციდური, ბაქტერიციდული და ანტივირუსული* დამუშავება ჰაერში დეზინფექტენტის დიფუზიით, მესაქონლეობის, მეფრინველეობის ფერმის შენობებსა და სილოსის საცავებში.


გამოყენება სამკურნალო მიზნებისათვის
• ინკუბატორები: დეზინფექცია სალმონელას და ენტერობაქტერიების წინააღმდეგ. ასპერგილოზის პროფილაქტიკა.
• სამრეწველო მეცხოველეობა (ღორის მოშენება, მეფრინველეობა): დეზინფექცია Salmonella-ს და Enterobacteria-ს, Staphylococcus, Enterococcus-ის, Listeria-ს, Pseudomonas aeruginosa-ს წინააღმდეგ. Aspergillus სახეობის ობის სოკოს წინააღმდეგ.
• სილოსის საცავებში: ობის და მიკოტოქსინების გავრცელების პრევენცია.

 

ჩვენებები
ზედაპირების დამუშავება ჰაერში სადეზინფექციო საშუალების გავრცელების გზით (დახრჩოლვა კვამლით) ყოველდღიურად ან ყოველ კვირა წარმოების ბოლოს ან პერსონალის არყოფნის პერიოდში.
პროფილაქტიური გამოყენება სამუშაო გარემოში მიკრობიოლოგიური ბალანსის შესანარჩუნებლად.
სამკურნალო გამოყენება საწარმო გარემოს მიკრობიოლოგიური ბალანსის აღსადგენად.
გთხოვთ დაგვიკავშირდეთ საკვები პროდუქტების წარმოებისა და ბიოლოგიური ტრანსფორმაციისთვის.


მოქმედების ტიპი
ბაქტერიციდი/ფუნგიციდი
იხილეთ ცხრილი ეფექტურობის პუნქტში.
FUMAGRI® OPP ოპერატორის თანდასწრების გარეშე გამოყოფს სადეზინფექციო კომპონენტს (OrthoPhenylPhenol) დასამუშავებელ გარემოში. აღნიშნული ნივთიერება მოქმედებს ვეგეტატიურ ბაქტერიებზე, საფუარის და ობის სოკოზე.
*გააჩნია დადასტურებული ეფექტურობა ფრინველის გრიპის ვირუსის (H9N2), ნიუკასლის დაავადების ვირუსის, გამბოროს ინფექციური ბურსალური დაავადების ვირუსის, კლასიკური ღორის ჭირის ვირუსის და ღორის რეპროდუქციული და რესპირატორული სინდრომის ვირუსის წინააღმდეგ. მეთოდი ეფუძნება ფრანგული სტანდარტის NF T 72 - 281 პრინციპებს (ცხოველთა მედიცინის ინსტიტუტი, ვეტერინარული მედიცინის კოლეჯი, გიონგსანის ეროვნული უნივერსიტეტი, ჯინჯუ, კორეის რესპუბლიკა. დირექტორი: Hu-Jang Lee, DVM, PhD).

 

შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: 2-phenylphenol (ISO);biphenyl-2-ol; 2-hydroxybiphenyl

 

ევროპული რეგულაცია
FUMAGRI® OPP არის პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია ბიოციდის სახით გამოსაყენებლად შემდეგი თანაარდობით- 1მ3-ზე 160 მგ აქტიური ნივთიერების დოზით.
ფუნგიციდური ეფექტი (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სათავსოები/მეცხოველეობაში გამოყენებადი მანქანები/მოწყობილობები, რომლებიც არ მიეკუთვნება მცენარეთა დაცვის საშუალებებს 1107/2009/EEC რეგულაციის შესაბამისად).
MRL: რეგულაცია (EC) n°396/2005 ცვლილება შეტანილია 2010 წლის 9 აპრილის რეგულაციით (EC) n°304/2010, რომელშიც მითითებულია ფენილ-2 ფენოლი (OrthoPhenylPhenol) II დანართში, ძალაშია 2011 წლის 1 იანვრიდან.

 

გამოყენების ინსტრუქცია:
• გათიშეთ გაზის მიწოდება. გამორთეთ ვენტილაცია და ფოტოელემენტი. გადაწმინდეთ ზედაპირები.
• ვინაიდან პროდუქტი გამოყოფს კვამლს, დამუშავების პერიოდში კვამლის დეტექტორები უნდა იყოს ადაპტირებული.
• უზრუნველყავით კვამლისადმი მგრძნობიარე საზომი და ანალიტიკური მოწყობილობებიების დაცვა. დახურეთ ყველა გასასვლელი.
• გახსენით ფხვნილი კონტეინერის გამოყენებამდე პროდუქტის რამდენჯერმე შემობრუნებით.
• გადაანაწილეთ კონტეინერების საჭირო რაოდენობა დასამუშავებელი ტერიტორიის კუბატურის მიხედვით.
• მოათავსეთ კონტეინერი იატაკზე ცეცხლგამძლე ზედაპირზე.
• მოაშორეთ ნებისმიერი აალებადი მასალა კონტეინერიდან მინიმუმ 1.5 მეტრის მანძილზე.
• მოხსენით თავსახური და აანთეთ ფითილი სანთებლით.
• აალება ყოველთვის უნდა დაიწყოთ იმ კონტეინერიდან, რომელიც განლაგებულია გასასვლელიდან ყველაზე შორ მანძილზე. შემდეგ მიყევით გასასვლელისაკენ და ამ თანმიმდევრობით აანთეთ კონტეინერები.
• დატოვეთ შენობა მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით, რომ დამუშავების პროცესი მიმდინარეობს გამართულად და დახურეთ ყველა გასასვლელი.
• განათავსეთ გაფრთხილების ნიშნები ყველა შესასვლელზე სხვა პირთა ინფორმირების მიზნით, რომ მიმდინარეობს დამუშავების პროცესი.
• ბიოციდის ეფექტური მოქმედება იწყება მინიმუმ 4 საათის შემდეგ / ოპტიმალური ეფექტი მიიღწევა 15 საათის შემდეგ.
• 2 თანმიმდევრულ პროცედურას შორის უნდა გავიდეს მინიმუმ 24-საათიანი პერიოდი.
• გამოყენების შემდეგ კარგად გაანიავეთ სათავსო მინიმუმ 1 საათის განმავლობაში (მორგებული უნდა იყოს თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაზე).
• მოაშორეთ იატაკსა და ზედაპირებზე პროდუქტის ნარჩენები.
• შენობაში შესვლა შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დეზინფექციისა და ვენტილაციის პროცესი დასრულება.
• შენობის ექსპლუატაცია შესაძლებელია მხოლოდ პროდუქტის ნარჩენების მოცილების შემდეგ.

• პროდუქტის ჭარბი დოზირებით გამოყენების შემთხვევაში, არსებობს შენობაში მნიშვნელოვანი რაოდენობით ნარჩენების არსებობის რისკი.
• იშვიათ შემთხვევაში -ტენიანობის ან სხვა ქიმიკატებთან ურთიერთქმედების შედეგად - OPP-მ შეიძლება გამოიწვიოს ზედაპირების შეღებვა ყვითელ ან ვარდისფერ ფერში, განსაკუთრებით კი პოლიმერულ მასალებზე.
• გამოიყენეთ შესაფერისი საწმენდი საშუალება ან ინფორმაციისათვის მიმართეთ პროდუქტის მომწოდებელს.

 

 

უსაფრთხოება:

FUMAGRI® OPP კლასიფიცირებულია ევროკავშირის ЕС 1272/2008 რეგულაციის შესაბამისად:
- იწვევს Cat.2 H315 კატეგორიის კანის გაღიზიანებას.
- იწვევს Cat.2 H319 კატეგორიის თვალის სერიოზულ გაღიზიანებას.
- შეიძლება გამოიწვიოს Cat. 3 H335 კატეგორიის რესპირატორული გაღიზიანება.
- ტოქსიკურია წყლის ორგანიზმებისათვის Cat.2 H411 კატეგორიის ხანგრძლივი ეფექტით.

 

გამოყენებისას უსაფრთხოების ზომები:
• არ შეისუნთქოთ ორთქლი.
• ატარეთ დამცავი ხელთათმანი/თვალის/სახის დამცავი საშუალებები.
• თვალებში მოხვედრის შემთხვევაში: ფრთხილად გამობანეთ წყლით რამდენიმე წუთის განმავლობაში. მოიხსენით კონტაქტური ლინზები თუ იყენებთ მათ და კვლავ დაიბანეთ წყლით.
• იმ შემთხვევაში თუ თვალის გაღიზიანება გრძელდება: მიმართეთ ექიმს სამედიცინო რჩევისთვის/პროცედურისთვის.
• შესუნთქვის შემთხვევაში: გაიყვანეთ დაზარალებული ადამიანი სუფთა ჰაერზე და მოათავსეთ ისე, რომ კომფორტულად შეძლოს სუნთქვა.
• იმ შემთხვევაში თუ ცუდად გრძნობთ თავს მიმართეთ ექიმს ან ტოქსიკოლოგიურ ცენტრს.
• კანზე მოხვედრის შემთხვევაში: ფრთხილად ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით საპნისა და წყლის გამოყენებით.
• დაიცავით წესები, რომ არ ჰქონდეს ადგილი პროდუქტის გარემოში გავრცელებას.
• შიგთავსის/კონტეინერის უტილიზაცია უნდა მოხდეს სახიფათო ან სპეციალურ ნარჩენების შეგროვების პუნქტში ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

 

ინფორმაცია უსაფრთხოების ზომების შესახებ:
• იხილეთ უსაფრთხოების მონაცემთა ცხრილი და პროდუქტთის თანხლები ინსტრუქციები.
• დაუკავშირდით თქვენს მომწოდებელს და შეასრულეთ მისი კონკრეტული რეკომენდაციებს.

 

აპლიკატორის უსაფრთხოება:
• არ არის საჭირო აპლიკატორთან შეხება , პროდუქტი თვითგავრცელებადია.
• გამოყენებული პროდუქტის ნარჩენების მოშორებისას გამოიყენეთ ხელთათმანი.

 

ოპერატორის უსაფრთხოება:
• ნორმალურად ვენტილირებად შენობებში: არ იწვევს ზემოქმედებას ოპერატორზე.
• დახურულ არავენტილირებად შენობებში: დაუკავშირდით თქვენს მომწოდებელს.
კომენტარები:
• დამუშავების შემდეგ, შესაძლოა დარჩეს დამახასიათებელი სუნი; ის არატოქსიკურია და არ იწვევს აგაღიზიანებას.
• რეგულაცია (CE) n°396/2005 „MRL“, რომელიც გამოიყენება OrthoPhenylPhenol-ის მიმართ.

 

ეფექტურობა
• ბაქტერიციდული და ფუნგიციდური სპექტრი.
მოთხოვნილი ეფექტურობა: ბაქტერიციდისათვის 5 ლოგარითმული ერთეულით და ფუნგიციდისთვის 4 ლოგარითმული ერთეულით შემცირება.

 

ფასდაკლება